ამერიკის გუნდში მატებაა
აშშ ნაკრებმა პირველი ორი მატჩი 11 კაცით ჩაატარა, დღეს კი გუნდს დაემატა თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე: ძმები უეტერები (ბაიერ დორმაგენი) და პოლ სკუპურა (რაინ ვიკინგსი). ცხადია, გუნდმა იოლად მოუგო მალტას, 44-10, თუმცა აშშ-ს მთავარი მატჩი 12 ივნისს აქვს – მათ აუცილებლად სჭირდებათ საქართველოს დამარცხება, რათა ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნონ.
საუკეთესო მოთამაშეებად ამერიკელთაგან დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი თაი რიდი, ხოლო მალტელთაგან ხაზის მოთამაშე ჯერემი ფენეჩი.
თაი რიდი: კმაყოფილი ვარ ჩემი და გუნდის თამაშით. ვიცოდით რა გვინდოდა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. როდესაც მეტოქეს 10 გოლზე მეტს არ გაატანინებ, ესე იგი დაცვაში კარგად ითამაშე. სამწუხაროდ, შეტევაში დავვუშვით შეცდომები და ეს უნდა გამოვასწოროთ, თორემ მომავალ შედეგებზე ცუდად აისახება.