აშშ-მ ირლანდიას მოუგო
პირველ დღეს, B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა ირლანდიას მოუგო 37:32. ირლანდიელებმა ამერიკელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე ტაიმში იყო მონაკვეთი, როდესაც გარდატეხის შეტანა შეეძლოთ, მაგრამ ვერ შეძლეს და ამერიკელებს დამსახურებული გამარჯვება დარჩათ.
აშშ-ს ნაკრებში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს აბუბაქარ ფოფანა, ირლანდიელთაგან კი საუკეთესო ჯოშუა კრონ გრეისი იყო.
ჯოშუა კრონ გრეისი: არა მგონია პირადად ჩემს თამაშს მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია გუნდმა როგორ ითამაშა. პირველი 45 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი 10-15 წუთის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით.
მარკ ორტეგა, აშშ-ს მთავარი მწვრთნელი: თამაში კარგად დავიწყეთ. პირველი თამაშის მოგება მნიშვნელოვანია. უკეთესადაც შეგვეძლო თამაში. შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დაცვაში შეცდომები დავუშვით.