ბრიტანეთის პირველი გამარჯვება

IHF-ს ერთა ჩემპიონატის მეორე დღეს A ჯგუფში ბოლო თამაში ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის გაიმართა. ეს იყო პირველ ტურში დამარცხებული გუნდების შეხვედრა, რომელშიც ბრიტანელებმა გაიმარჯვეს 38:28. ევროპელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, მაგრამ ინდოელთა წინააღმდეგობა საკმარისი იყო საიმისოდ, რომ სხვაობა კიდევ უფრო დიდი არ ყოფილიყო.

ინდოლეთა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ჰეფი, ხოლო ბრიტანელთაგან მეკარე ოუენ ინსოუ.

ოუენ ინსოუ: კმაყოფილი ვარ იმით, რომ თმაში ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს ჩვენებურად ვერ ვითამაშეთ. მუშაობა ყველა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. დღევანდელ თამაშს 10-დან 6 ქულით შევაფასებდი.

შივაჯი სინდჰუ, ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. ამ დონეზე ასპარეზობის გამოცდილება გვაკლია. ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები უცხოეთში ვარჯიშობენ, რადგან ინდოეთში ერთად ვარჯიშის პირობები არ გვაქვს. რასაკვირველია, მომავალ შეხვედრებში გამარჯვებას შევეცდებით და ეს იქნება დიდი გამოცდილება სამომავლოდ.