
ბულგარეთმაც მესამე მოიგო
ბულგარელებს პირველი ორი შეხვედრიდან ორივე მოგებული ჰქონდათ, ნიგერიელებს კი ერთი წაგებული და ერთიც ფრედ ნათამაშები.შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა თავიდანვე დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება და ანგარიშიც საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ ბულგარეთმა თანდათანობით გაზარდა უპირატესობა და პირველი ტაიმი 12:5 მორჩა. შეხვედრა დამთავრდა 27:19.
12 ივნისს ბულგარეთი ხვდება ირლანდიას.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბულგარელთაგან დაასახელეს მეკარე ივაილო კოსტოვი ხოლო ნიგერიელთან მარჯვენა ინსაიდი ობინა ანი
ნიკოლა კარასტოიანოვ (ბულგარეთის მწვრთნელი): თავიდან ცოტა რთული თამაში წავიდა. ჩვენ საკმარისად ვიყავით მომზადებულები. ჩვენი გუნდიდან ყველამ კარგად ითამაშა.
იოლა სოლომონ მარტინს (ნიგერიის მწვრთნელი): მიუხედავად ყველაფრისა, ეს კარგი თამაში იყო. ჩემმა გუნდმა ბევრი რამ დაამტკიცა, რის გამოც მე სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.