ბულგარეთმა ბრინჯაო მოიგო

დიდ ბრიტანეთთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელებმა იოლად იგდეს ხელთ ინიციატივა და მე-6 წუთისთვის უკვე 6:2-ს იგებდნენ. შემდეგ სხვაობა თანდათანობით გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპელთა სასარგებლოდ 6, 7,8 და 9 ბურთამდე და პირველი ტაიმი სულაც 26:17 დამთავრდა.

შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბრიტანელებმა ბულგარელებს ვერაფერი დაუპირისპირეს და შეხვედრა დასრულდა 47:31.

ბულგარეთის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, ბრიტანეთი – მეოთხეზე.

ბულგარეთის ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ  დაასახელეს მარცხენა გარემარგი გიორგი ათანასოვი, ხოლო ბრიტანეთის ნაკრებიდან მარჯვენა ინსაიდი ჯოშუა და სილვა.

ნიკოლა კარასტოიანოვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: გუშინ, კუბასთან დიდი ბრძოლა გადაგვხდა, იღბალმა კი გვიღალატა. დღეს ჩემი გუნდი ძალიან კონცენტრირებული იყო და ვფიქრობ დავამტკიცეთ, რომ მეტს ვიმსახურებდით. ამიერიდან განვაგრზობთ ჩვენი მოთამაშეების განვითარებას, სულ მეტად და მეტად გავძლიერდებით რათა მომავლის მნიშვნელოვან თამაშებში გავიმარჯვოთ.

რიკარდო ვასკონსელოსი, ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელი: ამ ტურნირზე ისეთ რამეს მივაღწიეთ, რისთვისაც ადრე არ მიგვიღწევია. ვინდოდა დღევანდელისგან განსხვავებულ ნოტაზე დაგვემთავრებინა. დღევანდელ შეხვედრაში დაღლილობამ და გამოუცდელობამ იჩინა თავი.