ბ ჯგუფში ნახევარფინალისტები ჯერ არ არიან

ბულგარეთმა 37-22 მოუგო ირლანდიას და 4 თამაშში ქულათ მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა, B ჯგუფში ნახევარფინალისტების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველო – აშშ მატჩის შედეგზე.

თუ საქართველომ მოიგო, მაშინ საქართველო და ბულგარეთი პირველ-მეორე ადგილებზე იქნებიან და ხვალ ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ ასცდება ნახევარფინალში კუბას. თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი ხვალ გაირკვევა ბულგარეთ-საქართველოსა და აშშ-ნიგერიის მატჩებში.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს გამთამაშებლები – ბულგარელთაგან ბრანიმირ ბალჩევი, ხოლო ირლანდიელთაგან კონსტანტინოს თომპსონი.

რომან აბრამენკო, ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ 11 მოთაამაშე გვყავს, სათადარიგოების გარეშე ვთამაშობთ. ამიტომ, თუკი ვინმე შეტევაში ბურთს კარგავს, ეს მეტწილად დაღლის ბრალია. ჩვენს გუნდში რკინის არავინ არის. ჩემმა ბულგარემა კოლეგამ დიდებული სამუშაო გასწია და მათ წინააღმდეგ თამაში საამაყო იყო. მიხარია, რომ ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე გაუძლეს ზეწოლას. ცხადია, წაგებით უკმაყოფილო ვარ. თამაშები 20-წუთიანი რომ ყოფილიყო, ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებდით.

ნიკოლა კარასტოიანოვვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ ოთხი კარგი თამაში ჩავატარეთ. ერთადერთი, დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმით ვარ უკმაყოფილო. ვულოცავ ბულგარელებს, რადგან მათ მაქსიმუმი გააკეთეს. მაგრამ, ჩვენ თამაში გავაკონტროლეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.