დამაჯერებელი გამარჯვება

B ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ იოლად დაამარცხა მალტა.

პირველ ტაიმში თამაში შედარებით დაბალანსებული იყო. ტაიმი დამთავრდა 16:7 საქართველოს გამარჯვებით, შესვენების შემდეგ კი ტურნირის მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და დიდწილად სწრაფი კონტრშეტევების წყალობით მიაღწია  26 ბურთიან სხაობას – 39:13.

თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს მარცხენა გარემარბი ჟაკ შეიფრეტი (მალტა) და უკანახაზელი ნიკოლოზ კალანდაძე (საქართველო).

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და B ჯგუფის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

ნიკოლა მაქსიმოვიჩი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მალტა ჩვენი დონის გუნდი არ არის. ამის მიუხედავად, მაუნც კმაყოფილი ვარ იმ ბიჭების, რომლებმაც დღეს ითამაშეს. დღეს მე შემადგენლობა ცოტა შევცვალე და ჩვენს გამოცდილ ხელბურთელებს დასვენების საშუალება მივეცი.

ჟოზეფ ატარდი, მალტის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენზე ძლიერი გუნდია. ისინი ბულგარეთსავით ძლიერები არიან. მე პირველი ტაიმით ვარ კმაყოფილი. მეორე ტაიმში ყველა ღონე ვიხმარეთ, საკუთარი ძალები ვირწმუნეთ და ვცადეთ საქართველოსავით სწრაფად გვეთამაშა, მაგრამ ბურთის დაკარგვა დავიწყეთ.