
დაძაბული თამაში
IHF-ს ერთა ჩემპიონატის მეორე დღე A ჯგუფის გუნდების, კოლუმბიისა და აზერბაიჯანის შეხვედრით დაიწყო. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, სადაც იყო ბევრი ორწუთიანი გაძევება, ყვითელი და წითელი ბარათი. გუნდები მთელი შეხვედრის განმავლობაში არაფერს უთმობდნენ ერთმანეთს, თუმცა ორივე ტაიმი კოლუმბიამ მოიგო. პირველი ნახევარი დამთავრდა 17:15, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში გახლდათ 35:30.
აზერბაიჯანის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს უკანახაზელი რამაზან მამედოვი, ხოლო კოლუმბიელთაგან ზედიზედ მეორედ, საუკეთესოდ სებასტიან რესტრეპო აირჩიეს.
ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო მოგება და თითო წაგება აქვს.
კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო გონსალეს გუტიერესი: დღეს ჩვენი გუნდი უფრო კონცენტრირებული იყო, უკეთ თამაშობდა როგორც შეტევაში ასევე დაცვასა და კონტრშეტევაზე.
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი რაშად ჰუსეინოვი: ჩვენ ვითამაშეთ ზლიერი გუნდის წინააღმდეგ. დავუშვით შეცდომები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. ბევრი ჩემი მოთამაშე პირველად მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებაში. გარდა ამისა უნდა დავძინო, რომ არ ვარ კმაყოფილი მსაჯობით. მსაჯების ზოგმა გადაწყვეტილებამ თამაშზე უარყოფითად იმოქმედა.