ინდოეთის პროგრესი

IHF-ს ერთა ჩემპიონატის პირველ დღეს, A ჯგუფში აზერბაიჯანმა ინდოეთს 45:29 მოუგო, შეჯიბრების ბოლო დღეს კი, 9-10 ადგილებისთვის შეხვედრაში ინდოეთმა იმარჯვა 46:28.რაც ფლეი-ოფი დაიწყო, ინდოეთი თითქოს შეიცვალა, გაცილებით უკეთ ათამაშდა და ჯერ ირლანდიას სძლია პენალტებით 39:38, დღეს კი აზერბაიჯანსაც აჯობა.

აზერბაიჯანს დისკვალიფიცირებული ლიდერი, გამთამაშებელი უზიერ სალიმოვი აკლდა.

ამდენად, ინდოეთმა ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო აზერბაიჯანმა მე-10.

ინდოეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი ჰეფი, ხოლო აზერბაიჯანის საუკეთესოდ მეკარე ქამილ მამადზადა.

ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი შივაჯი შინდჰუ: გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბრწყინვალე თამაში იყო. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ბიჭებმა შესანიშნავი საჩუქარი მომიძღვნეს. მომავალში მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ პერსპექტიული გუნდი გვყავს. შემდეგზე შეიძლება ნახევარფინალშიც კი გავიდეთ.