ინდოეთმა მეათე დარტყმის შემდეგ მოიგო

უდრამატულეს შეხვედრაში ინდოეთმა პენალტების სერიის შემდეგ 39:38 დაამარცხა ირლანდია და ხვალ მეცხრე ადგილისთვის აზერბაიჯანს ეთამაშება.  ირლანდია მე-11 ადგილისთვის შეხვდება მალტას. ძირითადი დრო, რომლის განმავლობაში უფრო ინდოეთის გუნდი ლიდერობდა, ფრედ, 32-32 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. 5-5 დარტყმის შემდეგ ანგარიში ისევ თანავარი იყო – 35-35. საბოლოოდ, გამარჯვებული მხოლოდ მეათე დარტყმამ გამოავლინა, 39-38.

ინდოეთის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი ნავეენ სინგჰი, ხოლო ირლანდიეელთა შორის საუკეთესო იყო იმავე ამპლუის მოთამაშე ჯოშუა კრონ გრეისი.

ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი შივაჯი სინდჰუ: კარგი თამაში იყო. ზოგ ეპიზოდებში ვივარგეთ, ზოგში — ნაკლებად. პენალტების ყურება ძნელი იყო. საბოლოოდ, ჩვენ კიდევ ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო, თუმცა დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი რომან აბრამენკო: პენალტები ლატარეაა და ვინც იგებს, ამ გამარჯვებას იმსახურებს. ჩემი ბიჭები ცოტა არ იყოს შემცბარები იყვნენ. საქმე ის არის, რომ ინდოელები ცოტა განსხვავებულ ხელბურთს თამაშობენ, რაც ჩემს მოთამაშეებს ადრე არ ენახათ. ისინი მხოლოდ მეორე ტაიმში მიხვდნენ როგორ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ ასეთ სტილს და შესვენების შემდეგ აკი ვაჯობეთ კიდეც მოწინააღმდეგეს. კარგი იყო, ადრევე მივმხვდარიყავით რა უნდა გვეკეთებინა. ინდოელებმა თავიანთი კოზირი გამოიყენეს, გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს