კუბის ზედიზედ მესამე მოგება
ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს A ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო კუბის გუნდმა, რომელმაც 31-24 აჯობა კოლუმბიას, რომელსაც 3 მატჩის შემდეგ 1 მოგება დარჩა.კოლუმბიელებს პირველი ტაიმის ბოლოს გაუჩნდათ შანსი, როდესაც სხვაობა 2 ბურთამდე დაიყვანეს (10-12), 37-ე წუთზე კი კუბა მხოლოდ ერთით იგებდა (16-15), მაგრამ ზუსტად აქ გაიტანა ზედიზედ ოთხი გოლი (20-15) და თამაში საბოლოოდ გარდატეხა.
კოლუმბიელთაგან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო ვილიამ რომერომ (6 გოლი), ხოლო კუბელთა მეკარემ მაგნოლ სუარესმა 16 დარტყმა მოიგერია და იგივე ჯილდო ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.
მეოთხე ტურში, 12 ივნისს, კუბა ეთამაშება აზერბაიჯანს, კოლუმბია – ინდოეთს.
ვილიამ რომერო დიასი, კოლუმბია: დღეს ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. წინა შეხვედრებში მწვრთნელმა ბევრი არ მათამაშა და დღეს დავამტკიცე, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. ამასთან, გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ დავამტკიცებთ, რომ კოლუმბიას ნამდვილად დიდებული გუნდი და კარგი ხელბურთელები ჰყავს.
მაგნოლ სუარეს ფისი, კუბა: დღეს ჩვენ საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში კარგად ითამაშა. ამ მატჩში ყურადღება სრულიად გვქონდა მოკრებილი.