ნიგერია მეშვიდეა

ნიგერიისა და კოლუმბიის ნაკრებთა შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბული იყო, თუმცა ნიგერიელები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას. კოლუმბიამ ერთადერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 24:24. ეს მოხდა მეორე ტაიმის მე-13 წუთზე.

დანარჩენი დროის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელები ამცირებდნენ სხვაობას და 2-3 გოლამდე უახლოვდებოდნენ მეტოქეს, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა (33:31) სამართლიანად დაიკავა მე-7 ადგილი. კოლუმბია მერვეა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ნიგერიელთაგან მარცხენა ინსაიდი ფილიპ იგვე კალუ ხოლო კომუმბიელთაგან უკანახაზელი სებასტიან რესტრეპო.

კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო გუტიერეს გონსალესი: მეორე ტაიმში პირველზე გაცილებით კარგად ვითამაშეთ. ვცადეთ მეტოქეს დავწეოდით, მაგრამ 30 წუთიანი უპირატესობა გვქონდა ნაჩუქარი და აღარაფერი გამოგვივიდა. ამიერიდან ჩვენმა გუნდმა უნდა იმუშაოს, იმუშაოს და იმუშაოს, რათა მომავალ ჩემპიონატებს მზად შეხვდეს.

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი სოლომონ იოლა: კარგად ორგანიზებული ჩემპიონატია და მასში ჩემს გუნდს ძალიან კარგ შეფასებას მივცემდი, რადგან ყოველ შეხვედრაში ვაუმჯობესებდით თამაშს. ახლა, შინ დავბრუნდებით, მუშაობას განვაგრძობთ და შემდეგზე, როდესაც გვნახავთ, გაოცებული დარჩებით.