სიახლეები
რომან აბრამენკო
რომან აბრამენკო – ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი.
რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი?
მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, შეეჯიბრონ დაახლოებით თავიანთი დონის გუნდებს და შეიგრძნონ დიდი, სახალისო ტურნირის ატმოსფერო.
თქვენი გუნდის შანსებს როგორ აფასებთ?
მიჯობს შანსები არ შევაფასო. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, იქ კი რაც მოხდება, მოხდეს.
როგორ მიდის მზადების პროცესი?
რთულად, როგორც ყოველთვის, როდესაც ამ დონეზეა საუბარი. და მაინც, ჩვენ მომზადებულები მივიღებთ ჩემპიონატში მონაწილეობას.
დაასახელეთ სამი გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ყველაზე კარგი შანსი მხოლოდ მასპინძელ საქართველოს აქვს. დანარჩენი ღია პროცესია.