საქართველოს ეროვნული ნაკრები

ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

რით არის მნიშვნელოვანი  მომავალი ჩემპიონატი?
ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის მომავალ ჩემპიონატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შინ თამაში დიდი პატივია და ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის შესარჩევის ფლეი ოფში მოვხვდებით, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენი გუნდის შანსებს როგორ აფასებთ?
კარგი შანსები გვაქვს. ჩვენი ჯგუფი მეორეზე ძლიერია, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც უპირატესობას. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი კონკრეტული თამაშისთვის რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ. ჩემი აზრით უდიდესი მნიშვნელობა ექნება პირველ მატჩს. მიხარია, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია და ისინი თავს დადებენ.

როგორ მიდის მზადების პროცესი?
მზადებას თბილისში, 3 ივნისს დავიწყებთ. ეს ძალიან მოკლე დროა, ამიტომ ჩემს გეგმაში იგულისხმება, რომ მოთამაშეები მომზადებულები უნდა მოვიდნენ. იმისათვის, რომ ხუთდღიან მოსამზადებელ პერიოდში რაც შეიძლება დიდი პროგრესი გავიაროთ, საჭიროა მათ ჩვენი მეტოქეების შესახებ ყველაფერი კარგად იცოდნენ, წინასწარ იცოდნენ ჩემი მოთხოვნები და იდეები.

დაასახელეთ სამი გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია… ვფიქრობ, რომ გამარჯვების კარგი შანსი ბევრ გუნდს აქვს, თუმცა სხვებზე მეტი ნიგერიას, კუბას, აშშ-ს, საქართველოს, ჩინეთს და ბულგარეთს. გამარჯვებული მათ შორის უნდა ვეძებოთ.