საქართველო ფინალშია!

დრამატული გამოდგა საქართველოს ნაკრებისა და დიდი ბრიტანეთის ნახევარფინალური შეხვედრა.  მართალია ბრიტაანელები მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ მონაკვეთში მე-7 დან მე-13 წუთამდე გავიდნენ წინ 2:3, 2:4, 3:5, შემდეგ კი უპირატესობა ისევ ტურნირის მასპინძლებმა დაიბრუნეს და ტაიმი სამი ბურთით მოიგეს. შესვენების შემდეგ ბრიტანელთა წინააღმდეგობა გაგრძელდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს საქართველომ სხვაობა გაზარდა და 28:21 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი, 8 გოლის ავტორი გიორგი ცხოვრებაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის გუნდიდან გამოარჩიეს მარცხენა ინსაიდი ბრაიან ნეგრეტე.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რიკარდო ვასკონსელოსი: კმაყოფილი არ ვარ, რადგან ყოველთვის მეტი მინდა, მაგრამ იმავდროულად მეტოქის ძალასაც ობიქტურად ვაფასებ. საქართველომ ამ ტურნირის მოსაგებად ბევრი გაიღო და ვფიქრობ დღევანდელ შეხვედრაშიც ძლიერმა გაიმარჯვა. ჩვენ ყველა ასპექტზე გვაქვს სამუშაო და სწორედ ამიტომ ვართ აქ და გვიხარია რომ ასეთ მეტოქეებთან ასეთ გადამწყვეტ შეხვედრებს ვატარებთ. ეს ჩვენ უეჭველად წაგვწევს წინ. ხვალ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრზოლა გველის და გამარჯვებისთვის ყველა ღონეს ვიხმართ.

გიოგი ცხოვრებაძე: პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ მოვიგეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით. პირველი ტაიმი იყო დაძაბული, ბევრი შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი დავასრულეთ სამი ბურთის მოგებით, მეორე ტაიმში უფრო მეტად მოვინდომეთ, რის შედეგადაც გავიმარჯვეთ. ჯერ არ ვიცით ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე ფინალში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ თამაშში და ვეცდებით გავიმარჯვოთ.