ჩინეთი ნახევარფინალისთვის იბრძვის

ჩინეთის ნაკრებმა 40:29 დაამარცხა ინდოეთი და ბრიტანეთის მსგავსად, 4 ქულა დააგროვა. ნახევარფინალში გასავლელად შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს ბრიტანეთ-ჩინეთის მატჩი 12 ივნისს. A ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს კუბა.

ინდოეთი 27-ე წუთზე 14:10 იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ტაიმი 15:15 მორჩა, ხოლო მეორე ტაიმი ჩინეთმა დიდი უპირატესობით მოიგო, 25:14. ინდოეთმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩინეთიდან დაასახელეს მარცხენა გარემარბი პეიჯ ჰუანგი, ხოლო ინდოეთიდან მარჯვენა გარემარბი ანკიტი.

პეიჯ ჰუანგი: ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უკვე მეორედ დამასახელეს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა ის მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. დღეს უფრო მონდომებულები და ფოკუსირებულები ვიყავით. იმედი მაქვს, რომ მომავალში მთელი გუნდი უკეთ ითამაშებს და ჩემპიონი გახდება.

შივაჯი სინდჰუ, ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი: დაძაბული თამაში იყო. იმიტომ დავმარცხდით, რომ ჩინეთიმა ჩვენზე სწრაფად ითამაშა.