ჩინეთმა აშშ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია
ჩინეთის ნაკრებმა აშშ-ს ეროვნულ გუნდს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში იყო 16:16. შესვენების შემდეგ კი ამერიკელებმა თანდათანობით გაზარდეს სხვაობა და საბოლოოდ გაიმარჯვეს 35:27.
ამრიგად, აშშ-მ ჩემპიონატში დაიკავს მე-5 ადგილი, ხოლო ჩინეთმა მე-6.
აშშ-ს ნაკრებიდან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა გარემარბი ასაფ ბენგოზი ხოლო ჩინეთის გუნდიდან მარჯვენა ინსაიდი შუანგ ლი.
შუანგ ლი: თამაშით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, დაცვის სტრატეგია უკეთ გვაქვს გასააზრებელი. ჩვენ ახალი თაობის გუნდი გვყავს, ამიტომ მომავალში უნდა დავხვეწოთ სწრაფი კონტრშეტევები და მეტი გოლი გავიტანოთ. ეს ჩემპიონატი როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო.
მარკ ორტეგა, აშშ-ს ნაკრების მწვრთნელი: ძალიან კარგი პრაქტიკა გამოგვივიდა. თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოვასწორეთ. გული მწყდება ნახევარფინალში რომ ვერ გავედით, მაგრამ არა უშავს. აგვისტოში მნიშვნელოვანი პანამერიკული თამაშები გველის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში გვაქვს სათამაშო.