შეჯიბრების ბოლო დღეს ოლსტარის გუნდი დასახელდა
საქართველოს ნაკრები IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
დიდ ბრიტანეთთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელებმა იოლად იგდეს ხელთ ინიციატივა და მე-6 წუთისთვის უკვე 6:2-ს იგებდნენ.
ჩინეთის ნაკრებმა აშშ-ს ეროვნულ გუნდს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში იყო 16:16.
ნიგერიისა და კოლუმბიის ნაკრებთა შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბული იყო, თუმცა ნიგერიელები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას.
IHF-ს ერთა ჩემპიონატის პირველ დღეს, A ჯგუფში აზერბაიჯანმა ინდოეთს 45:29 მოუგო, შეჯიბრების ბოლო დღეს კი, 9-10 ადგილებისთვის შეხვედრაში ინდოეთმა იმარჯვა 46:28.
IHF-ს ერთა ჩემპიონატზე პირველი ადგილები განაწილდა.
დამატებითი ტაიმი დასჭირდა კუბის ნაკრებს იმისათვის, რომ ბულგარელთა ჩინებული, მებრძოლი გუნდი დაემარცხებინა. <!–more–>არადა, თავიდან კუბელები 9:2-ს იგებდნენ და ტაიმიც 20:14 გაიმარჯვეს. მეორე ტაიმში კუნძულელები მიღწეული უპირატესობის გამო ალბათ ცოტა მოეშვნენ, რის გამოც თამაში დამთავრდა 32:32. დამატებით დროში კუბამ ძალა მოიკრიბა და გაიმარჯვა 39:36. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს კუბელთაგან მეკარე […]
დრამატული გამოდგა საქართველოს ნაკრებისა და დიდი ბრიტანეთის ნახევარფინალური შეხვედრა. მართალია ბრიტაანელები მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ მონაკვეთში მე-7 დან მე-13 წუთამდე გავიდნენ წინ 2:3, 2:4, 3:5, შემდეგ კი უპირატესობა ისევ ტურნირის მასპინძლებმა დაიბრუნეს და ტაიმი სამი ბურთით მოიგეს.
5-8 ადგილებისთვის პლეიოფში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 42:32 მოუგო კოლუმბიას
ჩინეთის ნაკრებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუგო ნიგერიას, 28-24 და მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს.
უდრამატულეს შეხვედრაში ინდოეთმა პენალტების სერიის შემდეგ 39:38 დაამარცხა ირლანდია და ხვალ მეცხრე ადგილისთვის აზერბაიჯანს ეთამაშება. ირლანდია მე-11 ადგილისთვის შეხვდება მალტას.
შეჯიბრების მეექვსე დღე აზერბაიჯანისა და მალტის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ეს არის ჯვარედინი მატჩები 9-12 ადგილებისთვის. აზერბაიჯანმა 37-22 მოიგო.
B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა ნიგერიისას მოუგო 38:24.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს B ჯგუფში პირველი და მეორე ადგილები ოთხი ტურის შემდეგვე განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ რომელი გავიდოდა პირველზე და რომელი მეორეზე.
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ირლანდიამ 41-23 დაამარცხა მალტა, B ჯგუფში 3 ქულა გაუხდა და ნიგერიას დაეწია, თუმცა, ალბათ მაინც მეხუთე ადგილზე დარჩება.
A ჯგუფის ბოლო მატჩში კუბამ 40-29 მოუგო ინდოეთს, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ახლა ელოდება ნახევარფინალის მეტოქეს – საქართველოსა და ბულგარეთს შორის დამარცხებულს.
დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 27-23 დაამარცხა კოლუმბია და ნახევარფინალში, 15 ივნისს, B ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.
ჩინეთმა 35:26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს. აზერბაიჯანი 9-12 ადგილებისთვის ითამაშებს.
B ჯგუფში ნიგერიელებს მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ და საამისოდ ხვალ აშშ-ს უნდა მოუგონ.
B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა აშშის ნაკრებს მოუგო 28:22.
ბულგარეთმა 37-22 მოუგო ირლანდიას და 4 თამაშში ქულათ მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა, B ჯგუფში ნახევარფინალისტების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.
კოლუმბიამ 41-36 დაამარცხა ინდოეთი და ნახევარფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნა.
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა 28-23 დაამარცხა ჩინეთი, A ჯგუფში ვითრება უკიდურესად დაიძაბა.
კუბის ნაკრებმა 31-26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
ბულგარელებს პირველი ორი შეხვედრიდან ორივე მოგებული ჰქონდათ, ნიგერიელებს კი ერთი წაგებული და ერთიც ფრედ ნათამაშები.
ირლანდიის ნაკრებმა ქართველების ზეწოლას მხოლოდ პირველი 11 წუთის განმავლობაში გაუძლო.
აშშ ნაკრებმა პირველი ორი მატჩი 11 კაცით ჩაატარა, დღეს კი გუნდს დაემატა თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე: ძმები უეტერები (ბაიერ დორმაგენი) და პოლ სკუპურა (რაინ ვიკინგსი).
ჩინეთის ნაკრებმა 40:29 დაამარცხა ინდოეთი და ბრიტანეთის მსგავსად, 4 ქულა დააგროვა. ნახევარფინალში გასავლელად შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს ბრიტანეთ-ჩინეთის მატჩი 12 ივნისს.
ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს A ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო კუბის გუნდმა, რომელმაც 31-24 აჯობა კოლუმბიას, რომელსაც 3 მატჩის შემდეგ 1 მოგება დარჩა.
შეჯიბრების მესამე დღეს A ჯგუფში პირველები აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები შეხვდენ ერთმანეთს. ეს გახლდათ გუნდები, რომლებმაც პირველ ორ ტურში თითო მოიგეს და თითო წააგეს.
IHF-ს ერთა ჩემპიონატზე პირველი ფრე დაფიქსირდა. B ჯგუფში ირლანდიამ და ნიგერიამ 31:31 ითამაშეს.
B ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ იოლად დაამარცხა მალტა.
აშშ-სა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის B ჯგუფის შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა.
IHF-ს ერთა ჩემპიონატის მეორე დღეს A ჯგუფში ბოლო თამაში ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის გაიმართა.
A ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა გაიმართა – კუბამ მოუგო ჩინეთს 30:24.
IHF-ს ერთა ჩემპიონატის მეორე დღე A ჯგუფის გუნდების, კოლუმბიისა და აზერბაიჯანის შეხვედრით დაიწყო.
პირველ დღეს, B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა ირლანდიას მოუგო 37:32.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი ხშირად იმეორებდა, რომ მისი გუნდისთვის ნიგერიელებთან პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.
კუბის ნაკრებმა ბრიტანელებთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კუნძულელები უპირველეს ყოვლისა თავიანთი სიმაღლითა და ათლეტიზმით იქცევდნენ ყურადღებას.
A ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრებმა ინდოეთისას მოუგო. კავკასიელები თანდათანობით ზრდიდნენ თავიანთ უპირატესობას.
B ჯგუფში პირველი თამაში ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს შორის გაიმართა. ბულგარელების უპირატესობა პირველივე წუთიდან აშკარა იყო. ისინი შესვენაზე 17 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 23:6.
თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა მე-3 ჩემპიონატი. პირველ შეხვედრაში ერთმანთს A ჯგუფის გუნდები კოლუმბია და ჩინეთი შეხვდნენ.
ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი? ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის მომავალ ჩემპიონატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაშად ჰუსეინოვ – აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი?
რომან აბრამენკო – ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი? მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, შეეჯიბრონ დაახლოებით თავიანთი დონის გუნდებს და შეიგრძნონ დიდი, სახალისო ტურნირის ატმოსფერო.
რიკარდო ვასკონსელოსი – დიდი ბრიტანეთის მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი? ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველმხრივი განვითარებისთვის, რადგან ის წარმოაჩენს ჩვენს მოთამაშეებს საერთაშორისო სარბიელზე და გამოცდილებას სძენს მათ.