All for Joomla All for Webmasters

აზერბაიჯანის პირველი გამარჯვება

A ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრებმა ინდოეთისას მოუგო. კავკასიელები თანდათანობით ზრდიდნენ თავიანთ უპირატესობას. თუკი პირველი ტაიმი აზერბაიჯანის მხოლოდ 5 გოლიანი უპირატესობით 20:15 დასრულდა, მეორე ტაიმის მე-19 წუთისთვის ისინი უკვე 16 გოლით იყვნენ წინ და შეხვედრა ასეთი სხვაობითაც დასრულდა: 45:29

აზერბაიჯანელთაგან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 10 გოლის ავტორი საბირ ნაზარალიევი, ხოლო ინდოელთა შორის საუკეთესო იყო ნავენ სინგჰი, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.

ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი სინდჰუ შივაჯი: პირველმა თამაშმა არ გაგვიმართლა. პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. აზერბაიჯანელები ჩვენზე სწრაფად თამაშობდნენ. ჩვენს გუნდს გამოცდილება აკლია. ჩვენთვის ეს პირველი საერთაშორისო შეჯიბრებაა.

საბირ ნაზარალივი: მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. მეტოქე ასაკით ჩვენზე უფროსი იყო. მომავალში დაცვის გაძლიერება გვმართებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *