All for Joomla All for Webmasters

კუბის შთამბეჭდავი ნაკრები

კუბის ნაკრებმა ბრიტანელებთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კუნძულელები უპირველეს ყოვლისა თავიანთი სიმაღლითა და ათლეტიზმით იქცევდნენ ყურადღებას. გარდა ამისა საინტერესო იყო მათი სწრაფი თამაში, ტექნიკა და გოლების მანქანა ომარ ტოლედანო. კუბელთაგან სწორედ ის დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ. მან 10 გოლი გაიტანა.

კუბელთა ძლიერი მხარეების მიუხედავად ბრიტანელებმა მებრძოლი სული და გუნდური თამაშის უნარი გამოამჟღავნეს. პირველი ტაიმი დამთავრდა 17:9 კუბელთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმის მე-6 წუთზე ანგარიში უკვე 22:13 იყო, მაგრამ მე-18 წუთზე სხვაობა ორ გოლამდე გახლდათ შემცირებული – 26:24

და მაინც, საბოლოოდ კუბელებმა იძალეს – 35:27.

ბრიტანელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ნეთანიელ გრინი, რომელმაც 8 გოლი შეაგდო და თამაშის მიწურულს ტრავმა მიიღო.

ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელი რიკარო ვასკონსელოსი: ვფიქრობ ბიჭები ნერვიულობდნენ, რადგან ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდა ხელბურთელები გვყავს ჩამოყვანილი, რომელთა შორის ყველაზე უფროსი 21 წლისაა. მათი უმეტესობისთვის ეს იყო პირველი საერთაშორისო თამაში. ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ და მეორე ტაიმში კიდევ უკეთ ვითამაშეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *