All for Joomla All for Webmasters

საქართველოს მძლავრი სტარტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი ხშირად იმეორებდა, რომ მისი გუნდისთვის ნიგერიელებთან პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.
როგორც ჩანს, ამ დღისთვის განსაკუთრებით მოამზადა თავისი მოთამაშეები. ქართველებმა ძლიერად ითამაშეს დაცვაში, საუცხოონი იყვნენ მეკარეები, ვეტერანი შოთა თევზაძე და ზურაბ ცინცაძე და შეტევაშიც ბევრმა გამოიჩინა თავი. რაც ყველაზე შესამჩნევი იყო, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ თამაშში იყოჩაღა.

საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს მასპინძელთაგან ირაკლი კბილაშვილი, ხოლო ნიგერიელთაგან მეკარე ოლადუნიე ადამოლუგბე.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე: მთელი გუნდი გამარჯვებისთვის იყო მომართული. პირველი თამაში ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ერთ-ერთ ძირითად კონკურენტთან ნიგერიის ნაკრებთან. რა თქმა უნდა შეცდომები გვქონდა, მაგრამ მთლიანიბაში კმაყოფილები დავრჩით. დღევანდელ თამაშს ათიდან 8 ქულით შევაფასებდი.

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი იოლა სოლომონ მარტინსი: კარგი თამაში იყო, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. ასეა, ხან იგებ, ხან მარცხდები. კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, რადგან ვიცი, რომ უკეთ შეგვიძლია და ამას შემდეგ შეხვედრაში დავამტკიცებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *