All for Joomla All for Webmasters

პირველი ფრე

IHF-ს ერთა ჩემპიონატზე პირველი ფრე დაფიქსირდა. B ჯგუფში ირლანდიამ და ნიგერიამ 31:31 ითამაშეს.

ნიგერიას, შეიძლება ითქვას, არ გაუმართლა, რადგან პირველ დღეს მასპინძელ საქართველოსთან მოუხდა შეხვედრა, მეორე დღეს კი ტურნირის ერთადერთ გუნდთან, რომელსაც მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანი გულშემატკივრების ჯგუფი ახლავს.

ნიგერია მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო. ირლანდიამ სამჯერ შეჯლო ანგარიშის გათანაბრება და მესამედ თამაშის 28-ე წუთზე.

ნიგერიელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა ინსაიდი ობინა ანი, ხოლო ირლანდიელთაგან იმავე ამპლუის მოთამაშე ჯოშუა კრონ გრეისი, რომელიც პირველ ტურშიც საუკეთესო იყო.

რომან აბრემენკო (ირლანდიის მწვრთნელი): ჩვენ გუნდს აქვს ყველაფერი, და ჩვენი თამაში არაა მოსაწყენი. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, მათ გააკეთეს ყველაფერი რაც შეეძლოთ. ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. დღეს ჩვენ ჭკვიანურად ვითამაშეთ. სინამდვილეში ჩვენგან ამას არავინ ელოდა. გაგვიმართლა რომ ბოლო 5 წუთში სამ ბურთიანი ჩამორჩენა გავაბათილეთ. თავს იმედიანად ვგრძნობ.

სოლომონ მარტინს (ნიგერიის მწვრთნელი): მე ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ გავიღეთ ძალიან ბევრი, მაგრამ, ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მთლიანობაში კარგი თამაში იყო, შეგვეძლო მოგება, მაგრამ კარგი გამოცდილებაც მივიღეთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ შემდეგი შეხვედრებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *