All for Joomla All for Webmasters

შეუჩერებელი კუბა!

A ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა გაიმართა – კუბამ მოუგო ჩინეთს 30:24. ჩინელებმა კუბელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენჯერმე წინაც იყვნენ, მაგრამ მეტწილად წინ კუბელები იყვნენ. თამაშის მიწურულს კუნძულელებმა უპირატესობა გაზარდეს და გაიმარჯვეს კიდეც ზედიზედ მეორე შეხვედრაში.

კუბელთაგან საუკეთესოდ მეკარე მაგნოლ სუარესი დაასახელეს, ხოლო ჩინელთაგან მარცხენა გარემარბი პეიჯი ჰუანგი.

პეიჯი ჰუანგი: ვფიქრობ უკეთ შეგვეძლო თამაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთ გამოვალთ. ჩვენმა გუნდმა დაცვის გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს და სწრაფ შეტევებსაც მეტი ყურადღემა მიაქციოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *