All for Joomla All for Webmasters

დრამატული შეხვედრა

აშშ-სა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის B ჯგუფის შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა. თავიდან ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ბულგარელთა გამარჯვებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. ანგარიში იყო 7:0, შემდეგ კი 12:3 აღმოსავლეთ ევროპელთა სასარგებლოდ, მაგრამ თანდათანობით ბულგარეთი მოეშვა, აშშ-მ კი ძალა იგრძნო. 27-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 14:14, ტაიმი კი სულაც ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა – 17:16.

შესვენების შემდეგ ბოლომდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მე-12 წუთზე ისევ ბულგარელები გავიდნენ წინ – 25:24. მათ შეინარჩუნეს კიდაც უპირატესობა. თამაშის ბედი 28-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ბულგარეთმა 4:0 გაქცევა დაასრულა და 34:33-დან ანგარიში 37:33-ით შეიცვალა.

საბოლოოდ ბულგარეთმა გაიმარჯვა 38:35

საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს გრეგ ინაჰარა (აშშ) და კრისტიან ვასილიევი (ბულგარეთი)

მარკ ორტეგა, აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თამაშის ყველაზე სუსტი მონაკვეთი რასაკვირველია დასაწყისი იყო. პირველ 15 წუთში 8 გოლით ჩამოვრჩებოდით მეტოქეს. შემდეგი 45 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო 5 წუთში გონიერება არ გვეყო. ვფიქრობ, ჭკვიანურად თამაშზე უნდა ვიმუშაოთ. დღევანდელ თამაშს 6 ან 7 ქულით შევაფასებდი.

ნიკოლა კარასტოიანოვი, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: თამაში შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ რა მოუვიდათ ბიჭებს 15 წუთის შემდეგ წარმოდგენა არ მაქვს. მათ ძალიან უსახურად ითამაშეს და თავად ნახეთ რომ ამისთვის დავისაჯეთ. შემდეგ დაცვის სისტემა შევცვალეთ და ვფიქრობ აშშ-ს ამის წყალობით მოვუგეთ. ვფიქრობ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე უნდა ვიმუშაოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *