All for Joomla All for Webmasters

გამარჯვებული ბრიტანეთი – მებრძოლი აზერბაიჯანი

შეჯიბრების მესამე დღეს A ჯგუფში პირველები აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები შეხვდენ ერთმანეთს. ეს გახლდათ გუნდები, რომლებმაც პირველ ორ ტურში თითო მოიგეს და თითო წააგეს. თამაში მეტად დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ბრიტანელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, რაც ხან 3, ხან 4 და ხანაც 5 ბურთიან უპირატესობაში გამოიხატებოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ აზერბაიჯანმა ძალა მოიკრიბა და ბრძოლის ჩინებული ნიმუში შემოგვთავაზა. მთელი 30 წუთის განმავლობაში მაყურებელი გალდათ მოწმე თუ როგორ ამცირებდა აზერბაიჯანი ჩამორჩენას, ათანაბრებდა ანგარიშს (28:28; 29:29; 30:30) და მეტოქისთვის გამარჯვების ხელიდან გამოგლეჯას ცდილობდა. ბოლო ორ წუთში კავკასიელებმა სხვაობა კვლავ ერთ გოლამდე შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს — 35:36

დიდი ბრიტანეთის ნაკრებიდან საუკეთესოდ დაასახელეს კრისტოფერ ვაითი, რომელმაც 8 მცდელობიდან 6 გოლი გაიტანა. აზერბაიჯანელთა შორის საუკეთესო იყო 8 გოლის ავტორი საბირ ნაზარალიევი.

კევინ მეთიუს (გუნდის მენეჯერი): ჩვენ აზერბაიჯანის ნაკრები კარგად გვყავდა შესწავლილი. თან სამ დღეში სამი თამაშის ჩატარება ყოველთვის ძნელია. დაცვაში კარგად, სწრაფად ვითამაშეთ, რამაც მეტოქეს დისკომფორტი შეუქმნა. ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც უნდა დავხვეწოთ. ახლა უკვე ორი თამაში მოვიგეთ და თან რამდენიმე ხელბურთელს ველოდებით ესპანეთის ერთ-ერთი ლიგიდან, რომელთაც ფლეი-ოფი დაუმთავრდათ და ჩვენს გუნდს გააძლიერებენ. ხვალ დასვენების დღეა და ზეგ ჩინეთთან სათამაშოდ ასი პროცენტით ვიქნებით მზად.ჩვენს თამაშს 9 ქულით შევაფასებდი.

აზებაიჯანის ნაკრების მეორე მწვრთნელი ჰაბილ ალიევი: მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე 6-7 გოლით გვიგებდა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, რასაც ყველა ვერ შეძლებდა. იღბალმაც ზურგი შეგვაქცია. ჩვენს თამაშს 10-დან 6 ქულას დავუწერდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *