All for Joomla All for Webmasters

ვის დარჩება ნახევარფინალის მეორე საგზური?

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა 28-23 დაამარცხა ჩინეთი, A ჯგუფში ვითრება უკიდურესად დაიძაბა. პირველი ადგილი განაღდებული აქვს კუბას, ხოლო მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი უკვე იქნება ბრიტანეთისა და კოლუმბიის მატჩი რომელიც ხვალ 12 საათზე დაიწყება.

ჩინეთი ბრიტანეთთან მოგებით მეორე ადგილს ინაღდებდა, მაგრამ ახლა თითქმის უიმედო სიტუაციაშია. ბრიტანეთს 6 ქულა აქვს და ხვალ კოლუმბიასთან ფრეც ყოფნის, მაგრამ თუ დამარცხდა, მაშინ არაა გამორიცხული, სამმა გუნდმა: ბრიტანეთმა, ჩინეთმა და კოლუმბიამ 6-6 ქულა დააგროვოს.

ასეთ შემთხვევაში, დაითვლება ბურთების სხვაობა სამ სამ გუნდს შორის. ჩინეთმა დაამარცხა კოლუმბია (28-25) და წააგო ბრიტანეთთან (23-28). შსესაბამისად, ჩინელებს უარყოფით სხვაობა აქვთ და ნახევარფნალში ვეღარ მოხვდებიან. რაც შეეხება კოლუმბიას, მათი შანსები ასეთია:

კოლუმბიამ დღეს უნდა დაამარცხოს ინდოეთი; თუ ჩინეთმა ხვალ ქულა დაკარგა აზერბაიჯანთან, მაშინ ხვალ სამხრეთამერიკელებს ეყოფათ ბრიტანეთის ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება; თუ ჩინეთმა მოიგო და 6 ქულა დააგროვა, მაშინ კოლუმბიის ამოცანა რთულდება – ნახევარფინალში გასვლის გარანტიას მათ 5 ბურთით მოგება მისცემს, ზოგიერთ შემთხვევაში კი 4 ბურთით.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დიდი ბრიტანეთის ნაკრებიდან დაასახელეს მარჯვენა გარემარბი სებასტიან ედგარი, ხოლო ჩინელთაგან მარჯვენა ინსაიდი ლი შუანგი.

სებასტიან ედგარი: გუშინ დასვენების დღე იყო და ორივე გუნდი თამაშისთვის მზად გახლდათ. ალბათ, ამიტომაც იყო პირველი ტაიმი დაძაბული. მეორე ტაიმში ჩვენ კარგ ხერხს მივაგენით, როდესაც სწრაფი კონტრშეტევით რამდენიმე ადვილი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია და ყველას თავისი ხელწერა აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უფრო მეტი გოლი გაიტანა და ვინ დაასახელეს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ. მთავარი ის არის, რომ დღეს ვითამაშეთ, როგორც შეკრულმა გუნდმა. ამ თამაშს 10-დან 9 ქულას დავუწერდი, რადგან განვითარებისთვის ადგილი ყოველთვის უნდა დატოვო.

სუჯი იაო, ჩინეთის ნაკრების მწვრთნელი: ეს თამაში ორი გუნდის შეხვედრას არ ჰგავდა. ჩვენ შვიდნი ვიყავით ცხრის წინააღმდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *