All for Joomla All for Webmasters

კოლუმბიამ შანსი დაიტოვა

კოლუმბიამ 41-36 დაამარცხა ინდოეთი და ნახევარფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნა. სიტუაცია A ჯგუფში ასეთია. ხვალ 10 საათზე თმაშობენ ჩინეთი და აზერბაიჯანი, ხოლო 12 საათზე – დიდი ბრიტანეთი და კოლუმბია. თუ ჩინეთი ქულას დაკარგავს, მაშინ კოლუმბიას მეორე ადგილის დასაკავებლად ბრიტანეთთან უბრალოდ მოგება სჭირდება, მაგრამ თუ ჩინეთი მოიგებს, მაშინ კოლუმბიას უნდა 4 ან 5 ბურთით მოგება. სხვა შემთხვევაში მეორე ნახევარფინალისტი ამ ჯგუფიდან ბრიტანეთი იქნება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ინდოეთის ნაკრების მხრიდან დაასახელეს გამთამაშებელი დევინდერ სინგჰი, ხოლო კოლუმბიელთაგან მარცხენა ინსაიდი სანტიაგო მოსქუერა მაიო.

შივაჯი სინდჰუ, ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი: პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ. შესაძლოა ბოლო 5 წუთში დაცვაში ვერ ვიყოჩაღეთ, მაგრამ ჯამში მეორე ტაიმი კარგი იყო. დღეს ჩემს გუნდს 10-დან 10 ქულას დავუწერდი, რადგან გამოუცდელები ვართ და ეს გასათვალისწინბელია.

ფერნანდო გონსალეს გუტიერესი, კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი: დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოვიგეთ კიდეც. თამაშით კი კმაყოფილი არ ვარ. ახლა, იმისათვის, რომ ნახევარფინალში გავიდეთ, ხვალ ბრიტანეთს უნდა მოვუგოთ. ხვალ დიდი ბრძოლა გველის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *