All for Joomla All for Webmasters

კუბა პირველი ნახევარფინალისტია

კუბის ნაკრებმა 31-26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. მეტიც, კუბელებმა 4 თამაშიდან 8 ქულა დააგროვეს, A ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვთ და ნახევარფინალში B ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდებიან. ხვალინდელი მატჩი ინდოეთთან კუბელებისთვის არაფერს წყვეტს.

აზერბაიჯანი 2 ქულით დარჩა და ჯგუფში, უკეთეს შემთხვევაში, მესამე ადგილს დაიკავებს. A ჯგუფიდან მეორე ნახევარფინალისტის გამოსავლენად უმნიშვნელოვანესია მატჩი, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 12 საათზე დაიწყება: დიდი ბრიტანეთი ჩინეთის წინააღმდეგ. ამავე ჯგუფში 14 საათზე ითამაშებენ კოლუმბია და ინდოეთი.

აზერბაიჯანის ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა გარემარბი რამაზან მურადოვი, ხოლო კუბელთაგან მარცხენა ინსაიდი რეინიერ ტაბოადა დრანგუეტი.        .

რამაზან მურადოვი: დღეს კარგი თამაში გამოვიდა. ვიცოდით, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი და ფიზიკურად უფრო ღონიერი იყო. მენტალურად აამ შეხვედრისთვის მზად ვიყავით. გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ საბოლოოდ კარგად ვითამაშეთ. ბოლომდე ვიბრძოდით.  დღეს დაცვაშიც უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ მაინც გვაქვს პრობლემები. მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს. დიდებული თამაში გამოვიდა.

რეინიერ ტაბოადა დრანგუეტი: დღეს ძალიან იოლად ვითამაშეთ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *