All for Joomla All for Webmasters

ნიგერიის პირველი მოგება

B ჯგუფში ნიგერიელებს მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ და საამისოდ ხვალ აშშ-ს უნდა მოუგონ. 12 ივნისის დღის ბოლო შეხვედრაში კი მათ უპრობლემოდ დაამარცხეს მალტა, რომელმაც შესვენებამდე მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა – 4:18.

შეხვედრა დასრულდა 13:40 ნიგერიის სასარგებლოდ. საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ნიგერიის ნაკრების მარცხენა ინსაიდი ფილიპ კალუ და მალტის ნაკრების მეკარე დანიელ გაუჩი.

სოლომონ მარტინ იოლა, ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი: ჩემმა გუნდმა ბევრი რამ დაამტკიცა. არ გაგვჭირვებია. კმაყოფილი ვარ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *