All for Joomla All for Webmasters

საქართველო და ბულგარეთი ნახევარფინალში გავიდნენ

B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა აშშის ნაკრებს მოუგო 28:22. ტურნირის მასპინძლები მოგებას ელოდნენ, მაგრამ მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ქართველებმა პირველ ტაიმში მიღწეული უპირატესობის წყალობით გაიმარჯვეს. შესვენებამდე ანგარიში იყო 17:11, შესვენების შემდეგ კი 11:11.

ქართველთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს უკანახაზელი ირაკლი ჩიქოვანი, თუმცა ვეტერანმა მეკარემ შოთა თევზაძემ გამარჯვებაში კვლავ დიდი წვლილი დაიდო.

ამერიკელთა თამაშში უპირველე ყოვლისა თვალში საცემი იყო ორგანიზებული დაცვა. მატჩის საუკეთესოდ კი მეკარე ნიკოლას რობინსონი დაასახელეს.

ამრიგად, B ჯგუფში 4 თამაშიდან 8 ქულით ლიდერობენ საქართველოს და ბულგარეთის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულებს გაარკვევენ.

ნიკოლა მაქსიმოვიჩი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: დღევანდელი გამარჯვების მთავარი მიზეზი კარგი დაცვაა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგად ვხვდებოდით მეტოქის შეტევებს ექვსი ექვსზე და აგრეთვე შვიდი ექვსზე. რამდენიმე იოლი გოლიც გავვიტანეთ, მაგრამ ჯამში კმაყოფილი მაინც არ ვარ. იმისათვის, რომ ხვალ გავიმარჯვოთ, გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ნაკლებად ვინერვიულოთ და ყურადღებაც მეტად მოვიკრიბოთ. იმედი მაქვს ხვალისთვის ზოგიერთ რამეს გამოვასწორებთ. ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ნახევარფინალში უფრო სუსტ მეტოქეს შევხვდეთ. ჩვენ ჩემპიონატი მოგება გვინდა.

მარკ ორტეგა, აშშ-ს ნეკრების მწვრთნელი: კარგი თამაში იყო. დაგვამარცხა ჩვენზე ძლიერმა გუნდმა. ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ დავისა და თავდასხმის გაუმჯობესებაში. ჩვენ პანამერიკული თამაშებისთვის ვემზადებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *