All for Joomla All for Webmasters

ბრიტანეთი ნახევარფინალშია

დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 27-23 დაამარცხა კოლუმბია და ნახევარფინალში, 15 ივნისს, B ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება. ეს გუნდი საქართველო – ბულგარეთის დღევანდელი მატჩის შემდეგ გამოვლინდება.

კოლუმბიას თავად ჰქონდა ნახევარფინალში გასვლის შანსი, მაგრამ ეს მათთვის შეურულებელი ამოცანა გამოდგა. ბოლო, კუბა-ინდოეთის მატჩის შედეგის მიუხედავად A ჯგუფშ ყველაფერი დალაგდა: კუბა და ბრიტანეთი ნახევარფინალში არიან, ჩინეთი და კოლუმბია ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ, ხოლო აზერბაიჯანი და ინდოეთი – 9-12 ადგილებისთვის.

დიდი ბრიტანეთის მოთამაშეთაგან საუკეთესოდ დაასახელეს ხაზის მოთამაშე ჯოშუა და სილვა, ხოლო კოლუმბიის ნაკრებიდან მარჯვენა ინსაიდი კარლოს დანიელ ალვარესი.

კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო გონსალესი: წავაგეთ და ბუნებრივია ამით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ვიცოდი, რომ ბრიტანელებს ძლიერი გუნდი ჰყავდათ. პირველ ტაიმში ჩვენ გუნდს არ ვგავდით, ჩვენ ვიყავით ცალკეულ მოთამაშეთა ჯგუფი და ეს დიდი შეცდომა იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ.

რიკარდო ვასკონსელოსი, დიდი ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელი: ძალიან გახარებული ვარ არა მხოლოდ დღევანდელი გამარჯვების გამო, არამედ იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით. თამაში ნამდვილად არ იყო იოლი, რადგან კოლუმბიას შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ვიცოდდით, რომ ბრძოლა გველოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *