All for Joomla All for Webmasters

ირლანდიის პირველი მოგება

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ირლანდიამ 41-23 დაამარცხა მალტა, B ჯგუფში 3 ქულა გაუხდა და ნიგერიას დაეწია, თუმცა, ალბათ მაინც მეხუთე ადგილზე დარჩება. ნიგერიისა და ირლანდიის მატჩი 9 ივნისს ფრედ დასრულდა, მაგრამ ნიგერიელებს ბურთების ბევრად უკეთესი სხვაობა აქვთ და ძბელი წარმოსადგენია, აშშ-სთან 28-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. შესაბამისად, ირლანდია 9-12 ალბათ ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ნიგერია და აშშ – 5-8 ადგილებისთვის.

ირლანდიის ნაკრებიდან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარცხენა ინსაიდი ეოგან ჟეოჰეგანი, ხოლო მალტის გუნდიდან მეკარე რიის ჰენდრიქს გალეა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი რომან აბრამენკო: გუშინდელმა დამარცხებამ ბიჭებს დისციპლინა შეჰმატა და ისინი იმ თამაშს დაუბრუნდნენ, რომელსაც ტურნირის დასაწყისიდანვე ვგეგმავდით. ჩვენი ძლიერი მხარე ყოველთვის კარგი დაცვა და სწრაფი კონტრშეტევა იყო. ბიჭები მიხვდნენ, რომ სწორედ ეს უნდა ეკეთებინათ და აკეთეს კიდეც ძალიან მოწესრიგებულად.

მალტის ნაკრების მწვრთნელი ჯოზეფ ატარდი: ბოლო თამაშებში საკუთარი ძალა ვერ გამოვავლინეთ. ირლანდია რამდენიმე საფეხურით გაძლიერდა, ჩვენ კი ჯერ ჩამოვრჩებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *