All for Joomla All for Webmasters

კუბა მეტოქეს ელის

A ჯგუფის ბოლო მატჩში კუბამ 40-29 მოუგო ინდოეთს, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ახლა ელოდება ნახევარფინალის მეტოქეს – საქართველოსა და ბულგარეთს შორის დამარცხებულს.ინდოეთმა წააგო ზედიზედ მეხუთე თამაში და ბრძლას განაგრძობს 9-12 ადგილებისთვის.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ორივე გუნდიდან დაასახელეს გამთამაშებლები, კუბელი ფრედი ლორეს ლაფორტანი და ინდოელი დევინდერ სინგჰი.

ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი შივაჯი სინდჰუ: ჩვენ ხუთივე მატჩი წავაგეთ. მაგრამ მე კვლავ მაქვს იმედი. ჩემი გუნდი ხანდახან კარგად თამაშობს. ხან – ცუდად

კუბის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე დეისლე სესე: ჩვენთვის იოლი თამაში გამოდგა. მივიღეთ გამოცდილება და ახლა უფრო უკეთესები ვართ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *