All for Joomla All for Webmasters

ჩინეთი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

ჩინეთმა 35:26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს. აზერბაიჯანი 9-12 ადგილებისთვის ითამაშებს. ჩინეთს 6 ქულა აქვს, ისევე როგორც ბრიტანეთს, რომელიც შემდეგ მატჩში ეთამაშება კოლუმბიას (4 ქულა). თუ ეს სამი გუნდი 6-6 ქულას დააგროვებს, მაშინ დაითვლება მათ შორის მატჩებში ბურთების სხვაობა. ჩინეთს ეს სხვაობა უარყოფითი აქვს და ნახევარფინალში ვერ მოხვდება, ხოლო კოლუმბიას სჭირდება ბრიტანეთის დამარცხება 5 (ზოგიერთ შემთხვევაში 4 ბურთით). სხვა შემთხვევაში A ჯგუფიდან მეორე ნახევარფინალისტი ბრიტანეთი იქნება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ჩინეთის ნაკრებიდან მარჯვენა გარემარბი ჰე ჟენგი, ხოლო აზერბაიჯანის გუნდიდან მარჯვენა ინსაიდი საბირ ნაზარალიევი.

ჩინეთის ნაკრების მწვრთნელი სუჯი იაო: თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ნახევარფინალში რომ გავსულიყავით. ჩვენ ჩინური ხელბურთის ახალი თაობა გვყავს წამოყვანილი და ამიტომ ნახევარფინალში მოხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თამაშის წინ ვიცოდით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა ღონეს ვიხმარდით.

რაშად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი: 5-8 ადგილებისთვის რომ გვებრძოლა უნდა მოგვეგო, მაგრამ ისე მოხდა, რომ გუნდი ამ შეხვედრისთვის კარგად ვერ მოემზადა. ახლა დარჩენილი შეხვედრებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. გვიწევს ბრძოლა 9-12 ადგილებისთვის და რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *