All for Joomla All for Webmasters

B ჯგუფში აშშ მესამეა

B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა ნიგერიისას მოუგო 38:24. ამრიგად, ამერიკელებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და შაბათს, 15 ივნისს, 5-8 ადგილებისთვის ფლეი-აუთში A ჯგუფის მეოთხე ადგილოსან კოლუმბიას შეხვდებიან.

5-8 ადგილებისთვის ითამაშებს მეორე წყვილიც: ჩინეთი და ნიგერია. კვირას. 16 ივნისს, გამარჯვებული შეხვდება გამარჯვებულს, ხოლოდ დამარცხებული დამარცხებულს.

აშშ-ს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს   ხაზის მოთამაშე პოლ სკურუპა , ხოლო ნიგერიელთაგან გამთამაშებელი ემანუელ ემეკა.

პოლ სკურუპა: დღეს ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიეთ.  რამდენიმე სიახლეც მოვსინჯეთ და ყველაფერი კარგად გამოვიდა. ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ოდესმე რაიმე დიდ შეჯიბრებას მოიგებს. დღევანდელ თამაშს 6 ან 7 ქულით შევაფასებდი.

ემანუელ ემეკა: გაგვიჭირდა, რადგან მათი თამაშის სტილი ჩვენსას სჯობს. ისინი დაცვაშიც უკეთ თამაშობენ და მთელ რიგ მომენტებში უფრო სწრაფებიც არიან. ასე რომ დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ უკეთესი მომავალი გველის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *