All for Joomla All for Webmasters

აზერბაიჯანი მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს

შეჯიბრების მეექვსე დღე აზერბაიჯანისა და მალტის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ეს არის ჯვარედინი მატჩები 9-12 ადგილებისთვის. აზერბაიჯანმა 37-22 მოიგო.

გამარვებულთაგან 16 გოლი გაიტანა უკანახაზელმა საბირ ნაზარალიევმა, საუკეთესო მოთამაშს პრიზი კი მეკარე ელშად მამადიაროვმა მიიღო. მალტის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო ჟაკ ზაიფრეტი.

მალტის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ხაზის მოთამაშე მატიას კარუანა.

აზერბაიჯანისა და მალტის ხვალინდელი მეტოქეები გამოვლინდება მომდევნო მატჩში; ირლანდია – ინდოეთი. გამარჯვებული მე-9 ადგილითვის აზერბაიჯანს შეხვდება, წაგებული – 11 ადგილისთვის მალტას.

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რაშად ჰუსეინოვი: მინდა ჩემი ბიჭები შევაქო. მათ ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ძალები მოიკრიბეს და გაიმარჯვეს. ახლა ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. მე-9 ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

მალტის ნაკრების მწვრთნელი ჯოზეფ ატარდი: ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ტურნირის ფავირიტებს საქართველოს და ბულგარეთს შევხვდით. დღევანდელი თამაშით კი უკმაყოფილო ვარ. ჩემმა მოთამაშეებმა დაცვაშიც ცუდად ითამაშეს და შეტევაშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *