All for Joomla All for Webmasters

აშშ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

5-8 ადგილებისთვის პლეიოფში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 42:32 მოუგო კოლუმბიასასე და ამგვარად, ხვალინდელი პირველი ოთხი მატჩი დაკომპლექტდა. 10 საათზე მე-11 ადგილისთვის ითამაშებენ მალტა და ირლანდია, 12 საათზე აზერბაიჯანი ეთამაშება ინდოეთს მე-9 ადგილისთვის, 14 საათზე კოლუმბია და ნიგერია გაითამაშებენ მე-7-8 ადგილებს და 16 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ ჩინეთი და აშშ.

აშშ-ს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ხაზის მოთამაშე ენდრიუ დოლინი, კოლიმბიის ნაკრებში კი საუკეთესო იყო მარცხენა ინსაიდი ვილიამ დიას რომერო.  

აშშ-ს ნაკრების მწვრთნელი რობერტ ჰედინი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის დღევანდელი თამაშით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან პირველი ცუდად დავიწყეთ. ჩვენი ამოცანაა ვივარჯიშოთ რაოდენ ძლიერებიც გინდა ვიყოთ.

კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდო გონსალეს გუტიერესი: აშშ-ს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავს, ჩვენზე მეტ ჩემპიონატებში მიუღიათ მონაწილეობა. ამის მიუხედავად ჩვენ ვცადეთ წინააღმდეგობა გაგვეწია მეტოქისთვის, დაცვაში კარგად გვეთამაშა. და მააინც მე კმაყოფილი ვარ, რადგან გამოცდილებას ვიძენთ და უკეთეს შედეგებს ვიახლოვდებით. ხვალ ჩვენ ნიგერიას შევხვდებით და ყველა ღონეს ვიხმართ წარმატებას რომ მივაღწიოთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *