All for Joomla All for Webmasters

ჩინეთის ძნელი გამარჯვება

ჩინეთის ნაკრებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუგო ნიგერიას, 28-24 და მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს. ნიგერია მე-20 წუთზე 10-6 იგებდა, ტაიმის შემდეგ – 13-12. შემდეგ ჩინეთმა სპურტი მოაწყო და თავად დაწინაურდა, თუმცა, 49-ე ქუთისთვის მათი უპირატესობა მხოლოდ 1 ბურთი იყო – 21-20. საბოლოოდ, ჩინეთმა მხოლოდ ბოლო 10 წუთში გატეხა მეტოქე.

ჩინელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა გარემარბი ჰე ჟენგი, ხოლო ნიგერიელთაგან მარცხენა გარემარბი მოჰამედ ანასი:

ჩინეთის ნაკრების მწვრთნელი სუჯე იაო: დღეს ჩვენი მოთამაშეები ჩვეულებრივზე ნაკრებს ნერვიულობდნენ. მართალია, ზოგი მათგანი დაშავდა, მაგრამ ჩვენ ძლიერი სული გვაქვს. მომავალში მეტის მისაღწევად ყველა ღონეს ვიხმართ. დაცვასა და თავდასხმაზე მეტი მუშაობა გვმართებს.

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი სოლომონ იოლა: დღევანდელი მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ. თამაში დაძაბული გამოვიდა. დაცვაში ვცდებოდით. სწორედ ცალკეული შეცდომების გამო დავმარცხდით, მაგრამ თამაში მაინც კარგი გამოვიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *