All for Joomla All for Webmasters

მალტა ბოლოა, ირლანდია მე11

IHF-ს ერთა ჩემპიონატზე პირველი ადგილები განაწილდა. შეჯიბრების ბოლო დღეს, დილის 10 საათზე 11-12 ადგილები ირლანდიამ და მალტამ გაითამაშეს. ირლანდიამ უპრობლემოდ დაამარცხა მეტოქე და მე-11 ადგილზე გავიდა. ბოლო ადგილი მალტელებმა დაიკავეს

ამ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მარჯვენა გარემარბი შონ დ’არსი ხოლო მალტის საუკეთესოდ გამთამაშებელი ლუიჯი რიცო სცნეს.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი რომან აბრამეკო: ერთი მხრივ ჩვენ იმაზე გაცილებით უკეთესები ვიყავით ვიდრე ბევრი ელოდა, მაგრამ, მეორე მხრივ იმაზე გაცცილებით უარესები აღვმოჩნდით, ვიდრე თავად ველოდით. გულწრფელად მჯერა, რომაქ მიღებულ გამოცდილებაზე რაღაცის აგება შეგვიძლია და საქართველოში ტყუილად არ ჩამოვსულვართ. მე მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს თავდადებისთვის. აშკარად უკმაყოფილო ვარ შედეგით და ერთგვარი თვითკმაყოფილებით, ასე რომ მომავალში პროგრესს ველი.

მალტის ნაკრების მწვრთნელი ჯოზეფ ატარდი: ვერ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ ჩემმა მოთამაშეებმა რაც შეეძლოთ იღონეს. გვქონდა დიდი შემართება, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენ აქ დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და 2 წლის შემდეგი შეჯიბრებისთვის მოვემზადოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *