All for Joomla All for Webmasters

Category Archives: სიახლეები

ბულგარეთმა ბრინჯაო მოიგო

დიდ ბრიტანეთთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელებმა იოლად იგდეს ხელთ ინიციატივა და მე-6 წუთისთვის უკვე 6:2-ს იგებდნენ.

ჩინეთმა აშშ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია

ჩინეთის ნაკრებმა აშშ-ს ეროვნულ გუნდს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში იყო 16:16.

ნიგერია მეშვიდეა

ნიგერიისა და კოლუმბიის ნაკრებთა შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბული იყო, თუმცა ნიგერიელები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას.

ინდოეთის პროგრესი

IHF-ს ერთა ჩემპიონატის პირველ დღეს, A ჯგუფში აზერბაიჯანმა ინდოეთს 45:29 მოუგო, შეჯიბრების ბოლო დღეს კი, 9-10 ადგილებისთვის შეხვედრაში ინდოეთმა იმარჯვა 46:28.

ფინალი: საქართველო – კუბა!

დამატებითი ტაიმი დასჭირდა კუბის ნაკრებს იმისათვის, რომ ბულგარელთა ჩინებული, მებრძოლი გუნდი დაემარცხებინა. <!–more–>არადა, თავიდან კუბელები 9:2-ს იგებდნენ და ტაიმიც 20:14 გაიმარჯვეს. მეორე ტაიმში კუნძულელები მიღწეული უპირატესობის გამო ალბათ ცოტა მოეშვნენ, რის გამოც თამაში დამთავრდა 32:32. დამატებით დროში კუბამ ძალა მოიკრიბა და გაიმარჯვა 39:36. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს კუბელთაგან მეკარე […]

საქართველო ფინალშია!

დრამატული გამოდგა საქართველოს ნაკრებისა და დიდი ბრიტანეთის ნახევარფინალური შეხვედრა.  მართალია ბრიტაანელები მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ მონაკვეთში მე-7 დან მე-13 წუთამდე გავიდნენ წინ 2:3, 2:4, 3:5, შემდეგ კი უპირატესობა ისევ ტურნირის მასპინძლებმა დაიბრუნეს და ტაიმი სამი ბურთით მოიგეს.

ინდოეთმა მეათე დარტყმის შემდეგ მოიგო

უდრამატულეს შეხვედრაში ინდოეთმა პენალტების სერიის შემდეგ 39:38 დაამარცხა ირლანდია და ხვალ მეცხრე ადგილისთვის აზერბაიჯანს ეთამაშება.  ირლანდია მე-11 ადგილისთვის შეხვდება მალტას.

აზერბაიჯანი მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს

შეჯიბრების მეექვსე დღე აზერბაიჯანისა და მალტის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. ეს არის ჯვარედინი მატჩები 9-12 ადგილებისთვის. აზერბაიჯანმა 37-22 მოიგო.

საქართველო დიდ ბრიტანეთს შეხვდება

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს B ჯგუფში პირველი და მეორე ადგილები ოთხი ტურის შემდეგვე განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ რომელი გავიდოდა პირველზე და რომელი მეორეზე.

ირლანდიის პირველი მოგება

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ირლანდიამ 41-23 დაამარცხა მალტა, B ჯგუფში 3 ქულა გაუხდა და ნიგერიას დაეწია, თუმცა, ალბათ მაინც მეხუთე ადგილზე დარჩება.

კუბა მეტოქეს ელის

A ჯგუფის ბოლო მატჩში კუბამ 40-29 მოუგო ინდოეთს, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ახლა ელოდება ნახევარფინალის მეტოქეს – საქართველოსა და ბულგარეთს შორის დამარცხებულს.

ბრიტანეთი ნახევარფინალშია

დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 27-23 დაამარცხა კოლუმბია და ნახევარფინალში, 15 ივნისს, B ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

ჩინეთი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

ჩინეთმა 35:26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს. აზერბაიჯანი 9-12 ადგილებისთვის ითამაშებს.

ბ ჯგუფში ნახევარფინალისტები ჯერ არ არიან

ბულგარეთმა 37-22 მოუგო ირლანდიას და 4 თამაშში ქულათ მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა, B ჯგუფში ნახევარფინალისტების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.

ვის დარჩება ნახევარფინალის მეორე საგზური?

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა 28-23 დაამარცხა ჩინეთი, A ჯგუფში ვითრება უკიდურესად დაიძაბა.

კუბა პირველი ნახევარფინალისტია

კუბის ნაკრებმა 31-26 დაამარცხა აზერბაიჯანი და ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

ბულგარეთმაც მესამე მოიგო

ბულგარელებს პირველი ორი შეხვედრიდან ორივე მოგებული ჰქონდათ, ნიგერიელებს კი ერთი წაგებული და ერთიც ფრედ ნათამაშები.

ამერიკის გუნდში მატებაა

აშშ ნაკრებმა პირველი ორი მატჩი 11 კაცით ჩაატარა, დღეს კი გუნდს დაემატა თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე: ძმები უეტერები (ბაიერ დორმაგენი) და პოლ სკუპურა (რაინ ვიკინგსი).

ჩინეთი ნახევარფინალისთვის იბრძვის

ჩინეთის ნაკრებმა 40:29 დაამარცხა ინდოეთი და ბრიტანეთის მსგავსად, 4 ქულა დააგროვა. ნახევარფინალში გასავლელად შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს ბრიტანეთ-ჩინეთის მატჩი 12 ივნისს.

კუბის ზედიზედ მესამე მოგება

ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს A ჯგუფში მესამე მატჩი მოიგო კუბის გუნდმა, რომელმაც 31-24 აჯობა კოლუმბიას, რომელსაც 3 მატჩის შემდეგ 1 მოგება დარჩა.

გამარჯვებული ბრიტანეთი – მებრძოლი აზერბაიჯანი

შეჯიბრების მესამე დღეს A ჯგუფში პირველები აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები შეხვდენ ერთმანეთს. ეს გახლდათ გუნდები, რომლებმაც პირველ ორ ტურში თითო მოიგეს და თითო წააგეს.

დამაჯერებელი გამარჯვება

B ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ იოლად დაამარცხა მალტა.

ბრიტანეთის პირველი გამარჯვება

IHF-ს ერთა ჩემპიონატის მეორე დღეს A ჯგუფში ბოლო თამაში ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის გაიმართა.

საქართველოს მძლავრი სტარტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი ხშირად იმეორებდა, რომ მისი გუნდისთვის ნიგერიელებთან პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.

კუბის შთამბეჭდავი ნაკრები

კუბის ნაკრებმა ბრიტანელებთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კუნძულელები უპირველეს ყოვლისა თავიანთი სიმაღლითა და ათლეტიზმით იქცევდნენ ყურადღებას.

აზერბაიჯანის პირველი გამარჯვება

A ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრებმა ინდოეთისას მოუგო. კავკასიელები თანდათანობით ზრდიდნენ თავიანთ უპირატესობას.

ბულგარეთმა მალტას იოლად მოუგო

B ჯგუფში პირველი თამაში ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს შორის გაიმართა. ბულგარელების უპირატესობა პირველივე წუთიდან აშკარა იყო. ისინი შესვენაზე 17 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 23:6.

ჩინეთმა გამარჯვებით დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა მე-3 ჩემპიონატი. პირველ შეხვედრაში ერთმანთს A ჯგუფის გუნდები კოლუმბია და ჩინეთი შეხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი  მომავალი ჩემპიონატი? ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის მომავალ ჩემპიონატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რომან აბრამენკო

რომან აბრამენკო – ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი  მომავალი ჩემპიონატი? მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, შეეჯიბრონ დაახლოებით თავიანთი დონის გუნდებს და შეიგრძნონ დიდი, სახალისო ტურნირის ატმოსფერო.

რიკარდო ვასკონსელოსი

რიკარდო ვასკონსელოსი – დიდი ბრიტანეთის მწვრთნელი. რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი? ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველმხრივი განვითარებისთვის, რადგან ის წარმოაჩენს ჩვენს მოთამაშეებს საერთაშორისო სარბიელზე და გამოცდილებას სძენს მათ.